воскресенье, 6 декабря 2009 г.

საცხოვრებელი გარემო და  ტურიზმის   განვითარების პერსპექტივები
ქალაქ ქუთაისში

 


1.პროექტის მოკლე აღწერა          

მოსწავლეები გაეცნობიან საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობას და ტურიზმისგანვითარების პერსპექტივებს ქ.ქუთაისში.


2.პროექტის სრული აღწერა


ჩვენი გარემო ნივთიერებებისა და მათი გარდაქმნების სამყაროა. სამყარო ერთიანია და
ერთიანი ცოდნა მის შესახებ.თანამედროვე მსოფლიოში ადამიანებს შეხება აქვს
ბუნებრივი და ანთროპოგენური წარმოშობის მრავალ ნივთიერებებთან.
არასწორი დამოკიდებულება ნივთიერებებთან საშიშია არამარტო თვით პიროვნებისათვის ,არამედ გარემოსა და საზოგადოებისათვის.კაცობრიობის თანამედროვე განვითარებას თან სდევს,როგორც გლობალური, ისე ლოკალური ხასიათის გარემოსდაცვითი პრობლემების მკვეთრი ზრდა.მათი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ბუნების დაცვის ერთიანი სტრატეგიის შექმნითა და რაციონალური გამოყენებით.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს :  
.ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ ჯანსაღ გარემოში ;
ბ. სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი;
გ. მიიღოს სრული, ობიექტური და დღიური ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;
დ. მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება,აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე.
(საქ.კანონი-"გარემოს დაცვის შესახებ" თავი || მუხლი 6)
ქუთაისი ერთ–ერთია სამხრეთ კავკასიის 3 ქალაქიდან,სადაც კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ ხორციელდება ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამა. რომელიც პერსპექტიული დაგეგმარებისა და შესაბამისი ღონისძიებების რეალიზაციის ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს.

 ქ.ქუთაისისათის აქტუალურ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს:

  1. მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის სისტემატიური დეფიციტი ;
  2. ზედაპირული წყლების დაბინძურება;
  3. საყოფაცხოვრებო ნარჩენების არაეფექტური მართვა;
  4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება;
  5. მწვანე საფარის მდგომარეობის გაუარესება;
  6. მოსახლეობის დაბალი ეკოლოგიური თვითშეგნება.
  საცხოვრებელი გარემოს ხარისხთან პიდაპირაა დაკავშირებული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. თანამედროვე ტურიზმის ერთ-ერთ წამყვან ტენდეციას ტურიზმის ეკოლოგიზაცია წარმოადგენს. ეკოტურიზმი უნდა განვიხილოთ ,როგორც დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით შემოსავლებს–ტურიზმი არის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო ყიდის.

3. პროექტი შედგება  

თეორიული და პრაქტიკული მასალისაგან .პროექტი მიმართულია მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი. მასში ინტეგრირებულია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და საციალური საკითხები.პროექტი კვლევითი და გამოყენებითი ხასიათისაა.
4. პროექტში მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი


5.სამუშაო ენა: ქართული

6.პროექტის ფასილიტატორი: დალი კობახიძე

7.მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან ქ.ქუთაისის გარემოს მდგომარეობას. ქალაქის აქტუალური გარემოს დაცვთი პრობლემების. მოიპოვებენ ინფორმაციებს ქალაქის ეკოსისტემის შესახებ. გაეცნობინ როგორია ქალაქის სასმელი წყლის ხარისხი და როგორ ხორციელდება მისი კონტროლი.გაეცნობიან ატმოსფერული ჰაერის ხარისხს და გამოიკვლინ მისი დაბინძურების წყაროები. შეისწავლონ ქალაქის მწვამნე საფარის მდგომარეობა გამოიკვლევენ ვინ აწარმოებს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგს ქუთაისში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქალაქში . ტურიზმის უკეთ განვითარების მიზნით შეისწავლიან ქალაქისა და მისი მიდამოების ღირსშესანიშნაობებს ისტორიულ-კულტურულ და არქიტექტურული ძეგლებს.
დაამყარებენ კავშირს ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან. ითანამშრომლებენ სუბტროპიკულ ინსტიტუტთან; გარემოს დაცვის ინსპექციასთან "გდი"; ჰიდრომეტეოროლოგიური ობსევატორიასთან იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრთან " და სხვ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
  მასალის მოპოვებისა და დახარისხების შედეგად დაადგენენ ქუთაისი გარემოს ხარისხს,გარეგნული იერსახეს და ტურიზმის განვითარების მდგომარეობას.

8.შედეგი: პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დანერგვის შედეგად მოსწავლეებსა და მათ თანატოლებში გაზარდა ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობისათვის, რის შედეგადაც ამაღლდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისა და სწავლის ხარისხი; შეიძინეს ბუნებისმეტყველებისათვის საჭირო კვლევითი უნარ-ჩვევები; განუვითარდათ თვითშეგნებისა და თვითკონტროლის უნარი;სხვათა აზრის დაფასებისა და გაზიარების უნარი; გამოუმუშავდათ დამოუკიდებელი კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარი.

9.სარგებელი სხვებისთვი: გაუმჯობესდა ჩვენი სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მწვანე საფარის მდგომარეობა.