четверг, 20 июня 2019 г.

პრაქტიკულიკვლევა -„ქიმიასა და მათამატიკაში საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები“


თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული პრობლემური საკითების  დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით.
ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებელი  ახალი  გამოწვევების წინაშე დადგა. მაგრამ  არის მთელი რიგი საქმიანობებისა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ერთ-ერთ ასეთად ითვლება საშინაო დავალებები, რაც ორივე მხარეს (მასწავლებელსა და მოსწავლეს) უქმნის გარკვეულ წარმოდგენასრამდენადაა დაძლეული სასწავლო ერთეული,  რამდენად წარმოჩნდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარ-ჩვევები სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე.
  საკვლევი პრობლემის იდეა გაგვიჩნდა იმის გამო, რომ ქიმია და მათემატიკა მიეკუთვნება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ამიტომ საშინაო დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები ორივე საგნის მასწავლებელბისთვის დაახლოებით ერთნაირი იქნებოდა, რადგან ტექნიკური საგნები მოსწავლეებში ერთნაირ უნა-ჩვევებს ავითარებს. მოსწავლეებს უჭირთ ქიმიისა და მათემატიკის პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე პრეზენტაციის გაკეთება, წესების ჩამოყალიბება, სახლში ამოსახსნელად მიცემული გაანგარიშებითი ამოცანების ამოხსნა, პროექტებისა და პოსტერების მომზადება.კვლევის დაწყებამდეგამოვკვეთეთ საკვლევი პრობლემა, შევიმუშავეთ კვლევის გეგმა, გავესაუბრეთ სკოლის მასწავლებლებს, მათთანაც თუ ჰქონდა ადგილი აღნიშნულ პრობლემას. შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რა არის აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და რა არის გასაუმჯობესებელი.
ჩვენს მიერ საბაზო და საშუალო საფეხურის  კლასებში ჩატარებული პრაქტიკული კვლევა საშუალებას იძლევა გავაკეთოთ დასკვნა იმაზე, რომ კვლევის ეს მეთოდი ქიმიისა და მათემატიკის სწავლებაში არსებული პრობლემების მოგვარების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. საშინაო დავალებაზე მუშაობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შედეგად განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება და მივაღწიეთ გარკვეულ შედეგებს, ამით გარკვეულწილად შეიცვალა მოსწავლეების დამოკიდებულება საშინაო დავალებების  მიმართ. კვლევის დასრულებისას შევიმუშავეთ რეკომენდაციები საკუთარი მუშაობისათვის, რომლებიც ითვალისწინებს შეფასებას საშინაო დავალების შემადგენელი ნაწილის გააქტიურებას, რათა შეფასება გახდეს ობიექტური და ცოდნის შესაბამისი ყველა სფეროში, რაც სწავლის ხარისხს აამაღლებს.
მოვახდინეთ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრებზე კვლევის შედეგების გაზიარება(power-point-ში მომზადებულიპრეზენტაციით).

კვლევის ანგარიში
https://drive.google.com/file/d/1hFpw_i0oxfsCqtyg4Or_xekjjXRATvrQ/view?ts=5d0c7348

რეფლექსია
https://drive.google.com/file/d/1Ya4NQmcT3uHUyHnEUPfbT2TdELyxGYKX/view?ts=5d0c73d3

1 комментарий:

  1. გავეცანი კვლევას, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. წარმატებები..

    ОтветитьУдалить